სოფელი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1,262 მ
- პუნქტის embed კოდი
ალოტი — სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ჩეკურაანთგორის თემში. მდებარეობს თბილისი-თიანეთის გზატკეცილზე, სიონის წყალსაცავის დასავლეთით. ზღვის დონიდან 1120 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 140 ადამიანი. აქედან 66 მამაკაცია, ხოლო დანარჩენი 74 ქალი. მოსახლეობის სრული შემადგენლობა ეროვნებით ქართველია.
სოფელი ალოტი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას.მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.