ციხე-კოშკი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 900 მ
- პუნქტის embed კოდი
ხოტევის ციხე – ციხესიმაგრე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში, სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. ციხე ამჟამად ნაწილობრივ დანგრეულია. შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები. მას გარს ერტყა გალავანი. ციხე ორსართულიანი იყო. ხოტევის ციხე ძალზედ მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა.
ხოტევის ციხეს ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს სოფელ ხოტევის აღწერისას: «ხოტევის წყლის დასავლით, არ ხოტევი და ციხე დიდი, დიდ-შენი.» მას მოიხსენიებს ასევე გერმანელი მეცნიერი, მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი. მისი სიტყვით ხოტევის ციხე მეფემ გადასცა თავად წულუკიძეს, მაგრამ რომელმა მეფემ და როდის, ამის შესახებ მეცნიერი არაფერს გვეუბნება. მისივე ცნობით ციხის ქვემოთ არის გაუვალი ტბა.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.
