ტყაია

სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

სოფელი სოფელი

სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ზუგდიდიდან 17 კილომეტრის დაშორებით. მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 125 მ. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 1 332 ადამიანი. სოფლის დღევანდელი ტერიტორია დადიანების მმართველობის ჟამს მთლიანად ტყით ყოფილა დაფარული და იგი მთავარ­თა საყვარელ სანადირო ადგილს წარმოად­გენდა. მიუთითებენ სოფლის სახელწოდებასაც აქედან წარმოიშვაო — ტყაია, მეგრულად — ტყიანი ადგილი. სოფელში დგას XIX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.