ეკლესია
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 557 მ
- პუნქტის embed კოდი
წილკანში ქრისტიანული ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში ააგეს. ქართული ისტორიული წყაროებით: მეფემ “ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა შენება და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა”. ლეონტი მროველი წილკნის ეკლესიის აგებას მირიანის ძეს ბაქარ მეფეს მიაწერს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: “არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა კე (25-ე) მეფემან ბაქარ, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა”
კომპლექსში ტაძართან ერთად შედის ციხე-გალავანი. ტაძრის ეზოში გაითხარა კერამიკული ფილებით შედგენილი გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხი.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.
