ციხე-კოშკი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1,037 მ
- პუნქტის embed კოდი
მდებარეობდა სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე – იგი იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას. ისტორიულ წყაროებში ციხეს პირველად `მატიანე ქართლისაის~ ავტორი იხსენიებს დემეტრე აფხაზთა მეფისა (967-975 წწ.) და მისი ძმის თეოდოსს შორის წარმოებულ ბრძოლებთან დაკავშირებით. თეოდოსმა დახმარება სთხოვა ძამის ხეობის გამგებელს ადარნასეს. ძამის მთავარმა თავის რეზიდენციაში – ძამის ციხეში შეიფარა თეოდოსი. `მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თვისი, მოადგეს ციხესა ძამისასა და ჰბრძოდენ სამ თუე ოდენ~. ბოლოს ადარნასე ძამელი და თეოდოსი იძულბულები გახდნენ დანებებოდნენ დემეტრეს.
მზოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი 1. გალავანი 2. დარბაზული ეკლესია 3. სამრეკლო 4. კოშკი 5. საცხოვრებელი სახლი აგებულია - XVII ს.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.
