ეკლესია
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 721 მ
- პუნქტის embed კოდი
ალის დედაღვთისას ეკლესია თარიღდება გვიან ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9×6.2 მ.), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. ძლიერ დაზიანებულია – საბჯენი თაღი და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია. გადახურვა ცილინდრული ქონია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ერთი სარკმელი საკურთხეველშია, მეორე – ჩრდილოეთ კედელში. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზის სიგანისაა და მისგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი თაღით.
დედაღვთისას ეკლესიის კომპლექსი 1. ორსართულიანი კოშკური ეკლესია 2. ეგვტერი 3. სათავდაცვო ნაგებობა 4. დარბაზული ეკლესია აშენებულია - XVI–XVII სს.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.
