ქალაქი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1,214 მ
- პუნქტის embed კოდი
მანგლისი — დაბა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე. მანგლისი და მანგლისის ხეობა მოხსენიებულია ქართლის ცხოვრებაში IV საუკუნეში; მანგლისი ერთ-ერთი იყო იმ 18 სამთავროდან, რომლებიც დამოუკიდებლად დებდნენ ზავის პირობებს არაბებთან. მანგლისსა და მანგლისის ხეობაში ხშირ შემთხვევაში იგულისხმება შემდეგ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია: აღმოსავლეთით - დიდგორის და ბენდერ-ბენდენის მთის კალთები, დასავლეთით - არჯევნის, იგივე კადკაია-კაჩკაიას ქედი და საკრისის მთია, რომელსაც რუსულენოვანი მოსახლეობა ყვითელ მთას უწოდებს (რუს. Жёлтая гора), სამხრეთით ბენდერის, იგივე ბედენის ქედი, ჩრდილოეთით კი - დიდგორის ქედი. მანგლისში 1682 წლამდე მანგლისში ინახებოდა იმ ჯვრის ლურსმანი, რომელზეც ბიბლიური გადმოცემის თანახმად გააკრეს იესო ქრისტე. მანგლისში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მანგლისის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც ქართულ ლიტერატურაში მეოთხე საუკუნიდან მოიხსენიება. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად მანგლისი და მანგლისის მხარე გაუკაცრიელდა. 1824 წლისთვის მანგლისში იდგა ერევნის მეცამეტე გრენადერთა პოლკი, რომელმაც მოახდინა დაუსახლებელი ტერიტორიის კოლონიზაცია.
გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.
