თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ბუნების ძეგლი ბუნების ძეგლი

თეთრი ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეული ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული 25 მეტრის და 3,5 მ-ის სიმაღლის მღვიმეა, რომლის შესასვლელი 2 მ-ის დიამეტრის შვეული ხვრელით უკავშირდება ვრცელ, ჰორიზონტალურ ფსკერიან დარბაზს. მღვიმე საინტერესოა ძველი სიფონური არხების მრავალფეროვნებით. მღვიმე გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. გასულ საუკუნეში აქ მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმით და ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებს. იგი მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, სადაც მოპოვებულია მღვიმური დათვის, ირმის, ბიზონის, მგლის, მელას, კურდღლის ძვლები, ასევე კერამიკის ნაშთები.

ისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ; ქ. წყალტუბო - თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი - 1.5 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ; ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.