ბუნების ძეგლი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 276 მ
- პუნქტის embed კოდი
განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ი მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ; ქ. თბილისი - ქ. ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი - ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი 7 კმ. ხანგრძლივობა - 15 წთ. ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.





















