ბუნების ძეგლი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 846 მ
- პუნქტის embed კოდი
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ხონი. თბილისიდან ხონი დაშორებულია 260 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ; ქ. ხონი - სოფ. კინჩხა - 26 კმ; ხანგრძლივობა - 40 წთ; სოფ. გორდი, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ვიზიტორთა ცენტრი - სოფ. კინჩხა - 5 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ; სოფ. კინჩხა - ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - 2,1 კმ; ხანგრძლივობა - 25 წთ (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი);გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.


