ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთი, მარტვილის მუნიციპალიტეტი

ბუნების ძეგლი ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი მიგარიას კირქვული მასივის სამხრეთ ნაწილში, მდ. ოჩხომურის სათავეებში მდებარეობს. სამ საფეხურიანი კასკადის სიმაღლე 100-120 მ-ია. ჩანჩქერის თითოეული საფეხური დაცემისას ძირში პატარ-პატარა ტბებს ივითარებს. ჩანჩქერის გარშემო არსებული ტენიანობა იწვევს მის მიმდებარე ტერიტორიებზე თავისებური ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბებას, აქ მრავლადაა სხვადასხვა იშვიათი, ენდემური თუ რელიქტური სახეობა, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბზის კორომებს. მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. კურზუს ს ჩრდილოეთით, მდ. ოჩხომურის ხეობა, 550 მეტრი ზღვის დონიდან.

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ; ქ. მარტვილი - სოფ. კურზუ - 25.3 კმ; ხანგრძლივობა - 30 წთ; სოფ. კურზუ - ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - 3,2 კმ; ხანგრძლივობა - 30 წთ; (საფეხმავლო ბილიკი) ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.