ალექსანდრე ჭავჭავაძისეული პარკი, მასში განთავსებული შენობა-ნაგებობები.

სახლმუზეუმი კახეთი, თელავის მუნიციპალიტეტი

სახლმუზეუმი სახლმუზეუმი

საქართველოში არსებულ სახლ-მუზეუმებს შორის წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ღირებულია მემორიალური მასალის სიუხვით. ისინი დამთვალიერებელს აახლოებს პოეტის ცხოვრებასთან, ამცნობს მის გემოვნება-შეხედულებებს, ხასიათს, ესთეტიკურ მიდრეკილებას, უჩვენებს პოეტი-მხედრის მიერ განვლილ საბრძოლო გზას. მუზეუმი მოგვითხრობს არა მხოლოდ ჭავჭავაძეების შესანიშნავი ოჯახის ისტორიაზე, არამედ ასახავს ეპოქის სულს.

სახლ-მუზეუმი დაარსდა XX საუკუნის 50-იან წლებში, საუცხოო, მომაჯადოებელი ბუნების წალკოტში გადაშლილი მამულის ტერიტორიაზე, რომლის მფლობელი, სახელოვანი ქართველი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) იყო. [1, 5] ჭავჭავაძეების ოჯახი სამაგალითო იყო XIX საუკუნის საქართველოში. ეს იყო ჭეშმარიტ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი, ყოველმხრივ განათლებული, ინტელექტუალური ოჯახი, რომელთაც წარუშლელი კვალი დაამჩნიეს XIX საუკუნის ქართული საზოგადოების ცხოვრებას. [2, 20] ჭავჭავაძეების ოჯახში თავს იყრიდა იმდროინდელი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების დიდი ნაწილი. ეს ოჯახი იყო პირველი მასპინძელი ევროპიდან თუ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული გამჭრიახი გონების ადამიანებისა. [3, 14-15] “უკვდავებაში გადასულთა ნაღვლიანი და უძვირფასესი ისტორია” სათავეს იღებს გარსევან ჭავჭავაძისაგან (1757-1811). “წინანდლის სასახლე აგებულია გარსევან ჭავჭავაძის მიერ. რბილი ავეჯით, სურათებით, გობელენით, სევრის ვაზებით, ვერცხლისა და ოქროს სერვიზით, დიდი ბიბლიოთეკა. ყველაფერი ეს ღირდა ათასეული მანეთები”

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.