ეკლესია
- სიზუსტე 5 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1,089 მ
- პუნქტის embed კოდი
ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი 1. დარბაზული ეკლესია 2. კოშკი VIII–IX სს. 3. გალავანი XI–XIII სს. 4. სხვა ნაგებობანი განვით. შუა საუკ.
ჟალეთის წმინდა გიორგის ეკლესია — სამონასტრო კომპლექსი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ჩრდილოეთით 6,5 კმ-ზე, ნასოფლა ჭიოტაანთკარის ზემოთ ჟალეთის მთის თხემზე. კომპლექსში შედის წმინდა გიორგის ეკლესია, კოშკი, სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი, გალავანი, ნამოსახლარი და სამაროვანი. 1963-1964 წლებშიძეგლი გათხარა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი დ. მუსხელიშვილი). ეკლესია დარბაზულია (6,6X5,9 მ) , განეკუთვნება VIII-IX საუკუნეების მიჯნას. მის დასავლეთის კედელზე შემონახულია მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტი. ეკლესიის ეზოს სამხრეტ-დასავლეთ ნაწილში დგას გეგმით თითქმის კვადრატული (4,4X4,9 მ) კოშკი, რომლის სამხრეთ-დასავლეთი კედელი გალავანშია ჩართული. გალავანი ოვალური ფორმისაა და ნაგებბია ნატეხი ქვით. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. კომპლექსის ტერიტორიაზე გათხრილია XI-XIV საუკუნეების 14 სამარხი, სამარხები ოთხი ტიპისააა, დაკრძალვის წესი კი ქრისტიანულია. გათხრების დროს აღმოჩენილი მასალები ინახება არქეოლოგგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.