ეთნოგრაფიული მუზეუმი

მუზეუმი თბილისი, თბილისი

მუზეუმი მუზეუმი

მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წელს დაარსდა. მისი შექმნის ინიციატორი ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია გახლდათ. მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილზეა განთავსებული და 52 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა განთავსებული. ეთნოგრაფიულ მუზეუმში 14 ეთნოგრაფიული ზონაა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი. საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეალობისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებითაა წარმოდგენილი.

ხურომოძღვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახავი ექსპონატები: საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა. მუზეუმის მეთერთმეტე ზონაში ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლებია განთავსებული. ექსპონირებულია სიონის V-VI საუკუნეების ბაზილიკა და აკლდამა, აგრეთვე საფლავის რელიეფურ ქვათა მდიდარი კოლექცია. შულ მუზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული. მუზეუმი გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ხალხურ ფესტივალებსა და გამოფენებს მთელი წლის განმავლობაში. მისამართი: კუს ტბის ასახვევი ტელეფონი: +995 32 2 23 09 60

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.