იოანე წინასწარმეტყველის ეკლესია (იან)

ეკლესია სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი

ეკლესია ეკლესია

XII-XIV სს-ის იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია.

დღეისათვის ეკლესიის შიდა მოხატულობა ძნელი გასარჩევია. საინტერესოა, რომ სვანეთის მრავალრიცხოვან ეკლესიათაგან მხოლოდ აქ გვხვდება წინასწარმეტყველ იონას ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი - მისი ხსნა ვეშაპისაგან. ეს სიუჟეტი საკურთხევლის გვერდით, სამხრეთ კედელზეა გამოსახული. ეკლესია რამდენჯერმე გაუძარცვავთ, მასში დაცული ძვირფასი ხატები და ნივთები მოუპარავთ. აღსანიშნავია ეკლესიაში დაცულ XI ს-ის მაცხოვრის დიდი ზომის ხატი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის მოჭედილი და დიდი ოსტატობით შესრულებული, ხატი პირვანდელი სახით არ არის მოღწეული. მოთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ ტაძარში, ხანძრის გაჩენის შედეგად ეკლესია დაურღვევიათ, ხატი და ეკლესიის საგანძური კი მოუპარავთ. ეკლესიიდან ასევე გაიტაცეს 1978 წ. წმ. გიორგის ხატი, საწინამძღვრო ჯვრები, იტალიური ჯვარი და XIV ს-ის წმ. თევდორეს ხატი, რომელიც ლონდონში და ჟენევაში ყოფნის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა იენაშის ეკლესიას. აღსანიშნავია ასევე იენაშის ეკლესიის XII ს-ის წყვილი მეომრის და წმ. იონა წინასწარმეტყველის ხატი. ორივე წარწერიანია.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.