ეკლესია
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1,277 მ
- პუნქტის embed კოდი
უშგულის ლამარია – IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ის კოშკიანი გალავნითაა შემოზღუდული. ლამარიას სვანები ღვთისმშობელს უწოდებენ. X საუკუნეში აგებული ეკლესია დარბაზული ტიპისაა. დასავლეთის სარკმელთან ჯვრის გამოსახულებაა ამოჭრილი.
ეკლესია მოხატული გახლავთ. აშენებისთანავე მოუხატავთ კანკელი. როგორც ჩანს, სვანმა ოსტატმა წმიდა მარიამის გამოსახვისას ტრადიციულ ხატწერას გადაუხვია. რადგან ღვთისმშობელს ხელი ლოყაზე კი არა, თავზე აქვს მიდებული. ასეა გადმოცემული მწუხარების გამომხატველი ცხოვრებისეული ჟესტი. კედლის ერთ მხარეს, ერთმანეთის პირისპირ წარმოდგენილია წმიდა მხედართა – გიორგისა და თეოდორეს გამოსახულებები, რომელიც XII საუკუნით თარიღდება.მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.