რევაზაშენის ეკლესია

ეკლესია ქვემო ქართლი, დმანისის მუნიციპალიტეტი

ეკლესია ეკლესია

რევაზაშენის ეკლესია მდებარეობა სოფელ მამულას მიდამოებში (იგივე რევაზაშენის ნასოფლარი).

ეკლესია VIII-IX საუკუნეების დიდი სამნავიანი ბაზილიკაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შიგნით გაყოფილია ორ-ორი დაბალი თაღით. ეკლესია ნაგებია დაუმუშავებელი ქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები თლილი ქვისაა. ბაზილიკის ჩრდილოეთ-დასავლეთით აღმართულია მეორე — შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. მისი კარის ტიმპანის წარწერებიანი ქვა ჩამოვარდნილია. წარწერაში იხსენიება კათალიკოსი შიო. სოფელი რევაზაშენი — ძველი ნასოფლარია სოფელ დიდი გომარეთის (დმანისის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.