მონასტერი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 408 მ
- პუნქტის embed კოდი
ცნობას გელათში სამონასტრო კომპლექსის შექმნისა და იქ ტაძრის აგების შესახებ ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში: `დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ~. სხვა წყაროებიდან კი ვიგებთ, რომ დავითმა 1106 წელს წამოიწყო მშენებლობა. ეს კარგად აქვს გადმოცემული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც. იგი წერს: `მოიგონა აღშენება მონასტრისადა დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ტოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა~
გელათის მონასტერი - XII ს; 1. ღვთისმშობლის ტაძარი 2. წმ. გიორგის ეკლესია 3. წმ. ნიკოლოზის ეკლესია 4. სამრეკლო 5. აკადემია 6. დავით აღმაშენებლის საძვალე 7. გალავანი 8. სხვა ნაგებობანი XIII-XVI; XIX სს.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.



