არქეოლოგიური ძეგლი
- სიზუსტე 1 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 724 მ
- პუნქტის embed კოდი
დედოფლის მინდორი, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლი (ბრეთის რ-ონი), რომელიც მდებარეობს მდინარე ფრონესთან, სოფელ არადეთიდან დასავლეთით 3 კმ-ის დაშორებაზე, თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნით. 1972-76 წლებში დედოფლის მინდორზე და არადეთის ორგორაზე (1979 წლიდან) ჩაატარეს არქეოლოგიური გათხრები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის და ქხი ინსტიტუტის ექსპედიციებმა (ხელმძღვ. ი. გაგოშიძე). მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
დედოფლის მინდვრის კომპლექსში შედის: ტემენოსი: (მთავარი ტაძარი, მცირე ტაძარი, 6 სხვა ტაძარი, კარიბჭეები და ასევე სხვა ნაგებობები), ტაძრის მსახურ-ქურუმთა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ტაძრის მონების დასახლებები (ნასოფლარები) და სამაროვნები (სახელოსნოები და მონა-ხელოსანთა სამოსახლო, გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარი და სამაროვანი, ყორღანული სამაროვანი). არადეთის ორგორაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ნამოსახლარები, სამაროვანნი - გამოვლენილია ძვ.წ.აღ-ის III ათასწლეულიდან მოყოლებული ადრინდელ ფეოდალურ ხანამდე შუალედის პერიოდის კულტურის ფენები (მტკვარ არაქსის კულტურის, ბედენური კულტურის, შუა ბრინჯაოს ხანის, ადრინდელი რკინის, ანტიკური ხანის და ადრინდელი ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ფენები)გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.








