ციხე-კოშკი
- სიზუსტე 1 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 808 მ
- პუნქტის embed კოდი
ციხე-სასახლე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მეჯვრისხევის ცენტრში. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნისა და სასახლისაგან. განირჩევა მშენებლობის სამი პერიოდი: XVII-XVIII საუკუნეებში აგებულია ციხე-გალავანი, კარიბჭე და ცილინდრული კოშკები; XVIII საუკუნის შუა ხანებში ციხის კარიბჭეზე, მის სამხრეთ კედლის ნაწილზე ეზოდან მიუშენებიათ ორსართულიანი სასახლე; XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე სასახლე გაუფართოებია მირმანოზ ერისთავს (მანანა ორბელიანის მამას).
ციხე-გალავნიდან შემორჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი, კარიბჭე და მათ შორის მოქცეული გალავნის კედლის ქვედა ნაწილი. გალავნის შემორჩენილი ნაწილი გადაკეთებულია მომდევნო მშენებლობის დროს (გაჭრილია სარკმლები). სათოფურები პირვანდელი სახით შემორჩენილია მხოლოდ ერთ-ერთი კედლის შუა ნაწილში.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.
