მონასტერი
- სიზუსტე 1 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 849 მ
- პუნქტის embed კოდი
ოძისის წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (8,2X5,4 მ), რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით ტლანქად არის ნაგები. საკურთხევლის სარკმლის საპირე, შესასვლელის გადახურვა და ლავგარდანი ქვიშაქვისაა. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. კარი ტიმპანითაა დასრულებული, აღმოსავლეთით ღრმა, გეგმით კოლოფა თაღის ფორმის აფსიდია, რომლის ღერძე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. მსგავსი ნიშია სამხრეთის ნიშის თავზე, სარკმლის თაღის წვერის დონეზე. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიშენებული. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა და თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედელშიც.
გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.
