Category - Reservoir (Page 2/3)
Khvareli reservoir
Reservoir (Kakheti - Kvareli district)
ყვარლის წყალსაცავი ან ყვარლის ტბა — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირში, მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეს, თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ში, ზღვის დონიდან 430 მ სიმაღლეზე. შექმნილია პატარა ნამდინარევ ქვაბულში, რომელიც გაზრდილია 20 მ სიმაღლისა და 800 მ სიგრძის მიწაყრილის კაშხალით. წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად. ამჟამად კეთილმოწყობილია. დასასვენებელი ადგილია. სამხრეთ-დასავლეთ ნაპირთან გაშენებულია სასტუმრო და რესტორანი „ყვარლის ტბა“. არის სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი, აქვეა ორი ღია საცურაო აუზი, რომელთაგან ერთი საბავშვოა, თანამედროვე სავარჯიშო სპორტული დარბაზი ფიტნეს აღჭურვილობით, თურქული და ფინური საუნა, სპა ცენტრი მასაჟისტებითა და იტალიური ბრენდ Ten-ის პროდუქციით.
Sioni reservoir
Reservoir (Mtskheta-Mtianeti - Tianeti district)
სიონის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყალსაცავი ხეობის ტიპისაა, ფსკერი დაფარულია თანამედროვე ალუვიონით. მარჯვენა ნაპირი ციცაბო და კლდოვანია, დაფარულია მძლავრი დელუვიური მასალით, აღინიშნება მეწყრული მოვლენები, მარცხენა ნაპირი დამრეცია. სანაპირო ფერდობების ზედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ქვედა კი მოკლებულია ხემცენარეულობას. საზრდოობს ძირითადად მდინარე ივრის წყლით. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის.