Category - Church (Page 1/39)
Abano St.George's Church
Church (Shida Kartli - Kareli district)
წმ. გიორგის ეკლესიიდან გადარჩენილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების ცალკეული მონაკვეთები. ნაგებია თლილი ქვის მოზრდილი კვადრებით. აღდგენილი ნაწილები აგურისაა. ნაგებობა ფერდობზე დგას და მისი ჩრდილოეთ ფასადი თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული; სამხრეთ - აღმოსავლეთი კუთხე დგას ამოშენებულ საყრდენზე (სიმაღლე დაახლოებით1,5 მ). ცოკოლი ერთსაფეხურიანი და კუთხოვანია.
Abano St.Marine's Church
Church (Shida Kartli - Kareli district)
აბანოს წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (10X6 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. გრძივი კედლები დაზიანებულია, სამხრეთის კედელს 2,5მ-ზე მიწა აქვს მიყრილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთით (ამოქოლილია) და დასავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის წინ იდგა მოხატული კ ა ნ კ ე ლ ი (ძალზე დაზიანებულია). თითო თაღოვანი სარკმელი გრძივ და დასავლეთ კედელშია. გრძივი კედლების შუა მონაკვეთში და დასავლეთის კედელთან თითო წყვილი პილასტრია, რომლებზეც გადაყვანილია აგურით ნაწყობი საბჯენი თაღები.
Abanoskhevi Jvarpatiosani Church and Churchyard
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ეკლესია დარბაზულია (8X5 მ) სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე გვიანადელი მინაშენი ეკვრის. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, დანგრეულია მინაშენის დიდი ნაწილი. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი შირმი.
Abisi St.Marine's Church
Church (Shida Kartli - Kareli district)
წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (3,05X5,13 მ), ნაგებია ქვიშაქვის უსწორო კვადრებით, წყობა ირეგულარულია. შესასვლელი სამხრეთით და ჩრდილოეთითაა (აფსიდის მხართან). ჩრდილოეთ შესასვლელი ამოქოლილია და გადაკეთებულია ნიშად. სამხრეთის კარი შიგნიდან თაღოვანია. გარედან ორივე შესასვლელი არქიტრავითაა გადახურული. ნახევარწრიულ აფსიდში ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთით გაჭრილია კარი, რომელიც კედლის სისქეში მოწყობილ სადიაკვნეში გადის.
Akhaldaba St.George's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
ეკლესიის ბაქანი აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან რელიეფის შესაბამისად საყრდენი კედლებითაა შემოსაზღვრული. აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონზე გამოსახულია აგურის რელიეფური ჯვარი. სარკმლის ზემოთ, ქვიშაქვის პატარა ქვაზე, შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული მხედრული წარწერა. დასავლეთით ეკლესიას ჰქონია კ ა რ ი ბ ჭ ე, რომლისგანაც აგურით ნაწყობი ორი სვეტიღაა შემორჩენილი.