Anton Furtseladze's House

Anton Furtseladze's House

Short description: ანტონ ფურცელაძის სახლი (22,6X12,2 მ) ორსართულიანია, ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შენობა სახეშეცვლილია: მთლიანად მონგრეულია ჩრდილოეთის აივანი, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევდა სახლს. I სართულზე აივნის ნაცვლად გრძელი სათავსებია მიშენებული. სახლში შესასვლელი სამხრეთიდანაა, ცალ მხარეს გახსნილი აივნიდან. I სართულზე ჰოლი და სხვადასხვა ზომის 4 ოთახია. ერთი ოთახის კარი აივანზე გამოდის. ოთახებში ბუხრებია. ჰოლიდან ხის კიბე II სართულზე ადის, ხოლო ამ სართულის ჰოლიდან - სხვენში. II სართული I სართულის გეგმას იმეორებს. სარდაფის უმეტესი ნაწილი მარანს უჭირავს. აღმოსავლეთით კიდევ ერთი დამოუკიდებელი სათავსია. მარანში ზედა სართულის კაპიტალური კედლის საყრდენი აგურის ბურჯები და მასიური თაღებია. სვეტებსა და გარე კედელს შორის აგურის ორი საწნახელია. იატაკში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის 36 ქვევრი. მთავარი ფასადის მხარეს მარანში ჩასასვლელი ქვის კიბეა.

Additional information: No additional information

Anton Furtseladze's HouseMuseum
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
Altitude: ≈ 925 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake