Region of Samtskhe-Javakheti (Page 1/9)
Abuli castle
Castle/Tower (Samtskhe-Javakheti - Akhalkalaki district)
აბულის ციკლოპური ციხე — მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე, სოფელ აბულის სიახლოვეს მდებარეობს. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც მცირე აბულის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1670 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი მორენებითაა დაფარული.
Agara monastery
Monastery (Samtskhe-Javakheti - Akaltsikhe district)
აგარის კომპლექსში მდებარეობს ერთ-ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. მთავარი ეკლესია აგებულია X საუკუნეში ან XI საუკუნის დასაწყისში და შეკეთებულია არა უადრეს XIV საუკუნისა. აგარის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–აღმოსავლეთით ურაველას ხეობაში მდებარე სოფელ ურაველას ზემოთ, მთის თხემზე, მდინარის მარჯვენა ნაპირას.
Alandza Church
Church (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
ალანძა, ტოლოში — VIII-IX საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ერთნავიანი დარბაზული ეკლესია მესხეთში, მდინარე ტაშლაყაშის მარჯვენა მხარეს (ასპინძის მუნიციპალიტეტი). სოფ. ტოლოშიდან 1,5 კმ. ალანძას ჩრდილოეთ კედელთან შემორჩენილი აქვს მოკლე, სწორკუთხა მინაშენის ნაშთი. ნავის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე სვეტისთავებით დაგვირგვინებული თითო პილასტრია, რომლებსაც ნალისებრი მოხაზულობის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. კედლის საშენ მასალად გამოყენებულია ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვები. ფასადებისა და კარ-სარკმლების კუთხეები ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა ცალკეული შემამკობელი ელემენტები.
Borjomi Museum of Local Lore
Museum (Samtskhe-Javakheti - Borjomi district)
მუზეუმი განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის – რომანოვების კანცელარიის ყოფილ შენობაში. ფსევდოგოთური სტილის ნაგებობა გერმანელმა არქიტექტორმა ვ.შვეიერმა 1890 წელს ააგო. მუზეუმში თქვენ ნახავთ: ბრინჯაოს ხანის უნიკალურ სამკაულსა და იარაღს, ნუმიზმატიკურ კოლექციას (ძვ.წ V–ახ.წ. XX სს.), რომანოვების პირად ნივთებს და სხვ. სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00-17:00 სთ. მისამართი: ბორჯომი, წმ. ნინოს ქ. N5.
Borjomi Park
Park (Samtskhe-Javakheti - Borjomi district)
მარადმწვანე ხეობაში ჩაფლული მინერალური წყლების პარკი წელიწადის ყოველ დროს საოცრად მიმზიდველია. პარკს 30 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია. აქ დამსვენებელს შეუძლია ეზიაროს ბუნების სილამაზეს, მოაწყოს ლაშქრობები, პიკნიკები, გაერთოს სხვადასხვა ატრაქციონებზე, ისიამოვნოს აუზით და გაატაროს დრო სურვილისამებრ.