Dashbasha Canyon Natural Monument
Short description: უნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.
Additional information: მისასვლი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წალკა. თბილისიდან წალკა დაშორებულია 88 კმ-ით; ხანგრძლივობა - 1 სთ და 40 წთ;
ქ. წალკა - სოფ. დაშბაში - 3,8 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;
სოფ. დაშბაში - დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წალკაში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.