Iazoni Cavern Natural Monument

Iazoni Cavern Natural Monument

Short description: ქვედა ცარცულ კირქვებში გამომუშავებული მცირე ზომის სტალაქტიტებით, სტალაგნატებით და სტალაგმიტებით გამორჩეული თაღის ფორმის შესასვლელიანი 40 მ-ის სიგრძის მღვიმეა, რომელიც მდ. წყალწითელას ხეობის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. 10 მ–ის გავლის შემდეგ მღვიმის სიგანე მცირდება 2,5 მ–დე, ბოლო ნაწილში ჭერი 0,5 მ–მდე დაბლდება. მღვიმე ბოლოში ლამიანი ჩამონაშლითაა გადაკეტილი. მღვიმე მრავალი ტროგლობიონტი ცხოველითაა დასახლებული. აქ მოპოვებული ცხოველთა ძვლები და კაჟის იარაღები ცხადყოფს , რომ მღვიმე პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომს წარმოადგენდა.

Additional information: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. ქუთაისი - იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი - 6,2 კმ, ხანგრძლივობა - 20 წთ.

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

Iazoni Cavern Natural MonumentNatural Monument
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
Altitude: ≈ 139 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake