Melouri Cavern Natural Monument

Melouri Cavern Natural Monument

Short description: მელოურის მღვიმე თავისი მასშტაბებით საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. ჩასასვლელი 8-10 მეტრის სიღრმის ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე იხსნება და გიგანტური კირქვის ნაზვავ ლოდებში 15 მ სიღრმემდე ეშვება, დასაწყისში მღვიმეში გადაადგილება შედარებით რთულია, მაგრამ იმის გამო რომ მღვიმე გამოირჩევა ნაპრალთა ხშირი ქსელით მათი გადაკვეთის ადგილებში ვრცელი დარბაზებია წარმოდგენილი (100X40X30მ). დარბაზების ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წრმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი. აღნიშნული ნაკადი კანიონში გადაადგილებისას გზადაგზა ჩქერებსა და ჩანჩქერებს, ხოლო ბოლო მონაკვეთში სიფონურ ტბას აჩენს. მღვიმის წინა მონაკვეთისათვის დამახასიათებელია ქიმიური ნალექები: სტალაქტიტები და დიდი ზომის სტალაგმიტები. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები და ხოჭოები. მღვიმეს გააჩნია მრავალი უცნობი დერეფანი და განშტოება რომელთა შესწავლა დამატებით კვლევის საგანს წარმოადგენს. მელოურის მღვიმე არცთუ რთული გასავლელია, მღვიმის მონახულება შეუძლია ზრდასრულ, ჯანმრთელ ნებისმიერ ადამიანს, აუცილებლად გამოცდილი გამყოლის თანხლებით. მღვიმის დასათვალიერებლად საჭიროა 8-9 საათი. საჭირო აღჭურვილობა: ჩაფხუტი განათებით, მაღალყელიანი, სქელძირიანი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.

Additional information: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. ყუმისთავი - მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი - 8 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ.

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

Melouri Cavern Natural MonumentNatural Monument
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
Altitude: ≈ 1002 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake