Nagerevi Cavern Natural Monument
Short description: კარსტული ძაბრის ფსკერიდან სპირალურად ჩადის ქვევით და შემდეგ 140 მ სიგრძის ვიწრო, ნაკადოვანი გვირაბის ფორმას იღებს. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. მღვიმე შედგება ვიწრო დერეფნებისა და პატარა დარბაზებისაგან. წინა ნაწილი ორსართულიანია. გვხვდება ტერასების ფრაგმენტები. ქიმიური და მექანიკური ნალექები სუსტად არის წარმოდგენილი. განშტოებების შეერთების ადგილზე პატარა ნაკადული ისახება. წვიმების დროს მთლიანად წყლით ივსება. მღვიმე ადვილი გასასვლელია. ზოგიერთი ადგილას საჭიროა ხოხვით ძვრომა.
Additional information: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. თბილისი - ქ. ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი - ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი 8 კმ. ხანგრძლივობა - 30 წთ.
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.