Jortsku Cavern Natural Monument
Short description: ბუნების ძეგლი წარმოადგენს ასხის კირქვულ მასივზე ზედაცარცული (ტურონ-დანიური) ასაკის თხელ შრეებრივ კირქვებში, შრეთა დახრის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ორასრთულიან მღვიმეს, რომელიც იწყება ვრცელი შესასვლელი დარბაზით და რომელსაც 4-5 მ სიგანისა დ 3-5 მ სიმაღლის დერეფანი აგრძელებს. მღვიმე შესასვლელიდან მე-100 მეტრზე ორ განშტოებას ინვითარებს. მაქსიმალური სიგრძე 276 მ-ია. ძირითადი მაგისტრალი - მეანდრული დერეფანი ბოლოში მოზრდილ დარბაზში გადადის, რომლის კედელზეც 30 მ სიგრძის მღვიმის მეორე სართულია იხსნება. შესასვლელთან ოდესღაც ჭერი ჩამონგრეულა. მღვიმეში სჭარბობს სტალაქტიტები, იშვიათია სტალაგმიტები; მდიდარია პლასტიკური თიხის 3,5 - 4 მ სისქის ნაფენებით. ჰაერის ტემპერატურა მღვიმის შესასვლელში 18° C-ია, 100 მ-ის სიგრძეზე – 11,6°C, ბოლოში კი 11,5°C. მღვიმეში გაედინება ნაკადი, რომელსაც უერთდება მეორე ნაკადი და 15 მ გავლის შემდეგ იგი მდ. ჯორწყუს მარცხენა მხარეს წყაროს სახით გამოდის. მღვიმე საინტერესოა დამახასიათებელი ფაუნით და პალეონტოლოგიური ნიმუშებით, გარდა ამისა, ერთ დროს ის ადამიანების სადგომსაც წარმოადგენდა. აქ ნაპონია მღვიმური დათვის, ფოცხვერის, დომბის და სხვა ცხოველების ძვლები.
Additional information: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილი - სოფ. მეორე ბალდა - 8,9 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ;
სოფ. მეორე ბალდა - ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი - 5,5 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ; (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი)
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.