St.George's Church

St.George's Church

Short description: VIII-IX საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია სოფელ თმოგვის მახლობლად (ასპინძის მუნიციპალიტეტი), ნასოფლარ გიორგიწმინდაში. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. გარედან კედლები შემოსილია კარგად გათლილი ქვის, თანაბარი ზომის კვადრებით; შიგნით ასეთივე წყობითაა ამოყვანილი კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები. დანარჩენი კედლები უხეშად გათლილი ქვითაა ნაგები. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. გრძივი კედლები ორ-ორი კედლის თაღითაა დანაწევრებული. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, ამ მხრიდანვე ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფერდზე შემორჩენილია ქვასვეტის (სტელის) უხეშად თლილი ბაზისი. ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

Additional information: No additional information

St.George's ChurchChurch
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
geo The monument of national significance
Altitude: ≈ 1829 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake