Parsma Fortress-Houses

Parsma Fortress-Houses

Short description: ფარსმის ციხე-სახლი — ციხე-სახლი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ფარსმაში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სახლი (6,4 X 6,35 მ, სიმაღლე 7,2 მ) სამსართულიანია, ნაგებია ფიქლით. სახლის ყოველ სართულს თითო დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. სართულები ერთმანეთთან საძრომი ხვრელებითაა დაკავშირებული. I სართულის დასავლეთ კედლის გასწვრივ საქონლის ბაგაა. II სართულზე სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სარკმელია, შუაში - ფიქალი ქვის კერა. კერასთან ორი ზურგიანი სკამი დგას, ჩრდილოეთ კედელთან - გრძელი კიდობანი, ხოლო დასავლეთ კედლის გასწვრივ - კიდობანი და რამდენიმე ხის კასრი. III სართულზე აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ორ-ორი, ხოლო ჩრდილოეთისაში ერთი სათოფურია. ამ სართულზე სამხრეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში დიდი, სწორკუთხა ღიობია (2,25 X 1,85 მ). სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზეა მოწყობილი. იატაკი მიწისაა. სახლს ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.

Additional information: No additional information

Parsma Fortress-HousesCastle/Tower
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
geo The monument of national significance
Altitude: ≈ 2064 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake