ქსნის არმაზის ეკლესია

ქსნის არმაზის ეკლესია

Short description: არმაზი ქსნისა, წმ. გიორგის ეკლესია, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქსნის ხეობაში, სოფ. არმაზის მახლობლად. აგებულია 864 წელს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII ს. - X ს. I ნახევარი) ღირსშესანიშნავი ძეგლი. არმაზი, ისევე როგორც წირქოლის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო კომპოზიციისაა: ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. გუმბათის ყელი არ აქვს და გარედან მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. ეკლესიის კედლები და კამარები ქვაყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა. დეტალები - შირიმისა. შემორჩენილია IX საუკუნის მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა.

Additional information: No additional information

ქსნის არმაზის ეკლესიაChurch
Loading...
5/5 Rating (1 Vote)
geo The monument of national significance
Altitude: ≈ 1180 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake