გაგის ციხე
Short description: გაგი, აღჩაყალა, აღჯაყალა (თურქ. akçakale — თეთრი ციხე) — ციხესიმაგრე ქვემო ქართლში. მისი ნანგრევები შემორჩენილია მდინარე დებედის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირის ვაკეზე, სოფ. კუშჩის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მახლობლად. წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში. სომეხი ისტორიკოსის — ვარდანის (XIII ს.) ცნობით ციხესიმაგრე აუგია ანისის მეფე გაგიკ I-ს (990-1020). ციხის ნანგრევები მოწმობს, რომ იგი გაცილებით უფრო ძველი ნაგებობაა და გაგიკ I-ს, როგორც ჩანს, მხოლოდ განუახლებია.
Additional information: მარნეულის ვაკეზე, მდინარე დებედას სანაპიროს გასწვრივ ერთი ლამაზი ბორცვია ამოზრდილი და აქედან ვრცელი დაბლობი ხელის გულზე ჩანს. სწორედ ამ სტრატეგიულ სიმაღლეზეა აღმართული გაგის ციხე. მის მაშენებლად ითვლება ანისის ხელმწიფე გაგიკ I ბაგრატუნი, თუმცა გამაგრებული პუნქტი აქ უფრო ადრე უნდა დაეარსებინათ. ადამიანი ამ ვაკეზე უძველესი დროიდან ცხოვრობდა და გაგის ციხის ბორცვიც, როგორც ყველაზე სტრატეგიული ადგილი ათვისებული იქნებოდა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს.
თავად გაგიკ პრველი, ვისი სახელითაც ციხე ისტორიაში შევიდა [სხვა ვერსიაც შეიძლება იქნეს განხილული], დავით I უმიწაწყლოს სუზერენი იყო და ტაშირ-ძორაგეტის კვირიკიანთა დინასიტიასთან დაპირისპირება ქონდა. სომეხთა შაჰინშაჰმა დავით პირველს სამხედრო ძალით სძლია და სამეფოს გარეშე დატოვა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას უმიწაწყლო. თუმცა მოგვიანებით ამ უკანასკნელმა მაინც შეძლო საკუთარი მდგომარებოს აღდგენა და გაგკმა მას, როგორც ღვიძლმა ბიძამ მამული დაუბრუნა. ქართული საისტორიო მწერლობა დავით უმიწაწყლოს „სამშვილდარ-ძორაგეტელს“ უხმობს, მფლობელობით ტიტულად. მანვე ააგო ლორეს სიმაგრე, სადაც მოგვიანებით გურგენ მეორემ (კვირიკემ) ტაშირ-ძორაგეტის დედაქალაქი გადაიტანა სამშვილდედან. დავით უმიწაწყლო აქტიურად ებრძოდა ტფილისი და განძის ამირებს, მისი ძმა გაგიკი კი კახეთ-ჰერეთის მეფე იყო. ამ პერიოდში აღმოსავლეთის მიმართულებით აქტიურობს ბაგრატ IV, რომელსაც სომეხი მეფეები მოკავშირეობასაც უწევენ, მაგრამ მოგვიანებით ვიტარება იცვლება რადაგნ აფხაზთა და ქართველთა მეფე მიწების შემოკრებითაა დაკავებული და დიდად არ დაგიდებთ სხვათა დინასტიურ თუ პოლიტიკუ ინტერესებს. საქართველოს მეფე კვირიკიდებს დაუპირისპირდა და არც აქ ჩაიარა საქმემ ბაღვაშთა ჩარევის გარეშე. მოკლედ ქართველმა ერისთავმა ვარაზბაკურ გამრეკელმა, ხელთ იგდო კვირიკე მეორე და ის ძელზე გასვევს. ამ გზით აიძულეს მისი ძმა ადარნასე, ჩაებარებინა სამშვილდე ქართველებისთვის. სწორედ ამის შემდეგ გახდა ლორე ტაშირ-ძორაგეტიც ცენტრი. ბაგრატმა კი გაგის ციხის დაკავებაც შეძლო. თუმცა მოგვიანებით აქ კვლავ კლდეკარის ერისთავების ინტერესებმა იჩინა თავი და ივანე ლიპარიტის ძემ და გაგის ციხე განძის ავადსახსენებელ ამირა ფადლონს მიყიდა.
საბოლოოდ გაგის ციხე დავით აღმაშენებელმა გაანთავისუფლა ტფილისისთვის დასახსნელად წარმოებული სტრატეგიის ფარგლებში. ამასობაში ბიზანტიამ სომხურ სახელმწოფოებრიობასაც მოუღო ბოლო, სელჯუკები გააქტიურდნენ და საქართველოსთვის იმპერიული ზეობის ხანაც დადგა.
ერთიანი საქრთველოს ფარგლებში, გაგის ციხის პატრონად დადგინდა ბლუ ზაქარიად წოდებული ძე ვარამ მხარგრძელისა. სწორედ მან დაუდო სათავე გაგელთა ფეოდალურ სახლს და მემკვიდრეობა საკუთარ ვაჟს, ვარამ გაგელს გადაულოცა. ეს უკანასკნელი სამი ქართველი ხელმწიფის მსახურთუხუცესიც იყო და გაგის მხარის მფლობელიც. ფიცხელ ებრძოდა მონღოლებს, მაგრამ შემდგომში დაუზავდა მათ, რისთვისაც მიიღი სომხითის (გაგი) დუმანის გამგებლობა. იყო კოხტასთავის შეთქმულების აქტიური მონაწილეც, მისი უშუალო მეცადინეობით დაბრუნდა დავით ულუ ქვეყანაში.
გაგის ციხე საქართველოს სანაპირო მხარეს ამაგრებდა, ფაქტიურად წარმოადგენდა პირველ და მთავარ ბასტიონს ტფილისისაკნ სამხრეთიდან მომავალ გზაზე. ეს გზა მშვიდობის დროს დიდი სიმდიდრის გამტარი იყო, თუმცა ომიანობის შემთხვევაში მთავარი დარტყმაც ამ ციხეზე მოდიოდა. ასე იყო ჯალალედინის თუ მონღოლთა შემოტევების დროს. საბოლოოდ გაგის ციხე დაკნინდა და XV საუკუნიდან მის ნაცვლად წყაროებში აღჯაყალა [თეთრი ციხე - Aghjakala] ჩანს, რაც ასახულია კიდევაც ციხის კედლების სტრუქტურაში - აქ ახალი წყობა ჩნდება, რომელსაც მართლაც დაჰკრავს ღია ფერი. გვიანდელ შუა საუკუნეებში სახელის თურქმანიზაცია იმაზეც მიუთითებს, რომ ქვემო ქართლის ვაკე მომთაბარე ელის თარეშის ასპარეზი გახდა. თუმცა ქართველი მეფები თავს არ ზოგავდნენ ამ რეგიონის შენარჩუნებისთვის და ამ საქმეში გაგის ციხეს თავისი ადგილი ეჭირა.
ხუნანი, გარდაბან-გარდმანი, გაგი და სულ ბოლოს სომხითად ქცეული ეს მხარე წარმოადგენდა ქართული კულტურის და სახემლწიფოებრიობის ფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონს. პირველადი გლობალიზაციის და ნეოლითური რევოლუციის კავკასიური განშტოება, შულავერი-შომუთეფეს ადრესამიწადმოქმედო კულტურა სწორედ ამ მხარეს უკავშირდება. ჩვენ ძალზედ გვიყვარს ტრაბახი, რომ ღვინის სამშობლო და პურის მოყვანის უძველესი კერა ვართ. ისიც კარგად გვახოსოვს, რომ ჩვენმა წინაპარებმა ბევრი იომეს ცივილიზაციის გადასარჩენად და საკუთარი ინდენტობის შესანარჩუნებლად. მაგრამ რიგ შემთხვევბში, ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია და ფარისვრული ექსპრესია. ქვემო ქართლის ძეგლები სავალალო დღეშია, მათ შორის გაგის ციხეც ინგრევა უყურადღებობით - არც ტურისტულ რუკებზეა და არც რაიმე მაჩვენებელი გაგიკვლევთ გზას. ამასთან მხოლოდ რამდენიმე ტრადიციული მიმართულება პოპულარული მნახველებისთვის და ტურისტთა ნაკადიც იქით დადის. ამ დროს კი თბილისიდან ერთი საათის გზაზე უძველესი საქართველოა და მნახველს ელოდება წელიწადის ნებისმიერ დროს.
Shalva Nakaidze