Duluzarurebi Church of Kviria
Short description: კვირიას ეკლესია დარბაზულია (9,3X5,1 მ), დგას კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შირიმის ქვით. წყობის უმეტესი ნაწილი მოზრდილი ზომის, სუფთად დამუშავებული სწორკუთხა ქვებითაა ამოყვანილი. ქვების ნაწილი წვრილია (შემთხვევითი ფორმისა), რის გამოც ფასადებზე წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, განივი ფასადების ზედა ნაწილები და ლავგარდანი, ჩამოცვენილია საპირე წყობის ნაწილი. ძეგლს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, 1,5 მ სიმაღლეზე, მიწა აქვს მიყრილი.
Additional information: No additional information
Church
Loading...