Odzisi St.Mury's Church
Short description: მცირე ეკლესია დარბაზულია (6,5X4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი დიდი ეკლესიიდანაა, ჩრდილოეთიდან. კარს გარედან ნახევარწრიული თაღი აქვს, შიგნით კი ბრტყლადააგადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, და დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო, ბრტყლად გადახურული, სარკმელია. ჩრდილორთ სარკმელს ამ მხრიდან მიშენებული დიდი ეკლესიის კედელი ფარავს. აფსიდის სარკმლის გვერდზე თითო მაღალი თაღოვანი ნიშია, რომლებშიც თითო სათოფურია მოწყობილი. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი დგას. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონკით, დარბაზი – ცილინდრული კამარით.
Additional information: No additional information
Church
Loading...