ტბა
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 126 მ
- პუნქტის embed კოდი
ცისფერი ტბა — კარსტული ტბა საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, აფხაზეთში (გაგრის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია მდინარე ბზიფის შუა დინების მარჯვენა ნაპირზე, 109,5 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,0012 კმ², უდიდესი სიღრმე 23 მ, საშუალო სიღრმე 15 მ, წყლის მოცულობა 18000 მ³. ტბის ფსკერზე ამოდის მძლავრი ვოკლუზი. ტბიდან გადის ნაკადი. წყალი სუფთაა და გამჭვირვალე. ზაფხულში წყლის ტემპერატურაა 8,5°.
ვოკლუზი (ფრანგ. Vaucluse) — კარსტული წყარო, ე. წ. სიფონ-წყარო, რომელსაც გააჩნია დიდი დებიტი და უწყვეტი ჩამონადენი წყალმცირობის პერიოდში.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.


