ბუნების ძეგლი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 2,248 მ
- პუნქტის embed კოდი
კარსტული მღვიმე, ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ მღვიმეთაგან იგი ყველაზე ღრმაა (ამ დროისათვის სიღრმე - 2190 მ)
კრუბერის გამოქვაბული (ასევე ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) კარსტული მღვიმე, ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს სუბვერტიკალური ტიპის სიღრუეს. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა. მღვიმეში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები და სხვ. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე - 2190 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად.მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.