ქალაქი, სოფელი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 575 მ
- პუნქტის embed კოდი
ახმეტა – ქალაქი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეზე, ზღვის დონიდან 567 მ სიმაღლეზე. ახმეტა, როგორც მნიშვნელოვანი დასახლება, იხსენიება XVIII საუკუნის 40-იანი წლებიდან. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ახმეტა განთქმული იყო საუკეთესო ღვინით. ლეკიანობის დროს ახმეტაში ხშირად იმართებოდა ბრძოლები. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 8,6 ათასი (2002 წ). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.