მაცხვარიში

სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი

სოფელი სოფელი

მაცხვარიში — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (ლატალის თემი), მდინარე მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1360 მ, მესტიიდან 9 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 320 კაცი.

სოფლის მახლობლად, გორაკზე, შემორჩენილია XI საუკუნის დასასრულის – XII საუკუნის დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ერთნავიანი ეკლესია. თავდაპირველად მას სამხრეთიდან გარშემოსავლელი ჰქონია (ამჟამად დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი). ეკლესია შიგნით კედელკამარიანად მოხატულია. წარწერიდან ირკვევა, რომ კედლები XII საუკუნის დასაწყისში მოუხატავს მიქაელ მაღლაკელს. ეკლესიის გვერდით აღმართული სამრეკლო XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება.

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.