მწვანე მონასტერი

მონასტერი სამცხე-ჯავახეთი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

მონასტერი მონასტერი

ჩითახევის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი – აშენებულია IX ს. წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს მიერ. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო ორსართულიანი სამრეკლო. XVI საუკუნეში მტრის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XX საუკუნეში რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.

1. ეკლესია 2. სამრეკლო აშენებულია - IX – XIV სს

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.