მონასტერი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1,163 მ
- პუნქტის embed კოდი
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი სოფელ ტიმოთესუბანში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი), ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აგებულ იქნა თორის ერისთავთ–ერისთავის შალვა ახალციხელის მიერ. აღსანიშნავია მონასტრის მხატვრობა, რითაც იგი თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება.
ზემო, ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს პატარა, ერთნავიანი ბაზილიკა წმინდა ბარბარეს სახელობის, ხოლო ცენტრალური ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენელია ქვისგან ნაგები თაღოვანი საძვალე. ტიმოთესუბნის მონასტერი 1. ტაძარი გუმბათიანი - 1204 წ. 2. ეკლესია - X–XI სს. 3. სატრაპეზო - XII–XIII სს. 4. გალავანი - XII–XIII სს. 5. ბჭე - XII–XIII სს. 6. სხვა ნაგებობანი - შუა საუკუნეებიგალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.

