მონასტერი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 445 მ
- პუნქტის embed კოდი
ალავერდის წმ. გიორგის ტაძარში დაკრძალულია მისი დამაარსებელი – წმინდა იოსებ ალავერდელი, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი. დღემდე ითვლებოდა, რომ წმინდანის ნეშტი ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს იყო დაკრძალული, მაგრამ ეს საფლავი სიმბოლური აღმოჩნდა. სავარაუდოა, რომ XV საუკუნეში (ტაძრის პირველი რესტავრაციის დროს) წმინდანის ნეშტი საგანგებოდ გადამალეს, რათა შემოსევებისა და არეულობის დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.
ალავერდის კომპლექსი 1. წმ. გიორგის ტაძარი - XI ს. 2. სამრეკლო - XVII ს. 3. პალატი - XVII ს. 4. გალავანი - XVII ს. 5. სასახლე - XVII ს. 6. მარანი - XVIII ს. 7. აბანო - XVII-XVIII ს. 8. კარიბჭე - XVIII ს.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.


