ციხე-კოშკი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 838 მ
- პუნქტის embed კოდი
ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც.
ანანურის ციხის ანსამბლი 1. ღვთისმშობლის ეკლესია 2. ღვთაების ეკლესია 3. მკურნალი - დარბაზული ეკლესია 4. ქვედა ციხე 5. ზედა ციხე 6. გალავანი 7. სამრეკლო 8. ხევსურული კოშკი 9. კოშკები 10. სხვა ნაგებობანიგალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.

