დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი ქვემო ქართლი, წალკის მუნიციპალიტეტი

ბუნების ძეგლი ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.

მისასვლი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წალკა. თბილისიდან წალკა დაშორებულია 88 კმ-ით; ხანგრძლივობა - 1 სთ და 40 წთ; ქ. წალკა - სოფ. დაშბაში - 3,8 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ; სოფ. დაშბაში - დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.