ბუნების ძეგლი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 410 მ
- პუნქტის embed კოდი
მდ. ოსუნელას მიერ ბარემულ კირქვებში გამომუშავებული მღვიმეა, სადაც მრავლადაა ჭერიდან და კედლებიდან მორღვეული ლოდნარი, თიხის ნაფენები და სხვა. მღვიმის შესასვლელთან არსებულ ნაპრალში ჟონავს კინკილეს ნაკადული, სადაც ჩნდება დროებითი ტბა.
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ; ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი - 7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ; სოფ. ყუმისთავი - დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი - 7 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ. ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.