საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ბუნების ძეგლი ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს ბარემულ კირქვებში გამომუშავებულ სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ტრავერტინებითა და დიდი ზომის გურებით მდიდარ მდ. სემის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მღვიმეს. მღვიმის შესასვლელი იხსნება ასიმეტრიული ძაბრის ფსკერზე. შესასვლელის სიგანე 6 მეტრია, პირველ 80 მ სიგრძეზე, ფსკერი დახრილია 12-150 - ით. ბოლომდე ინვითარებს 1 - 1,5 მ სიღრმის საფეხურებს. შესასვლელიდან 125 მეტრში 5 მეტრიიანი ფლატეა, რომელსაც ებმის დიდი ზომის დარბაზი (30X25). შუასაუკუნეებში მღვიმეს იყენებდნენ თავშესაფრად. მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავის მიდამოები, მდ. სემის მარცხენა ნაპირი, 287 მეტრი ზღვის დონიდან.

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ; ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ; სოფ. ყუმისთავი - საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი - 1,2 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ. ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.