ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი კახეთი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

ბუნების ძეგლი ბუნების ძეგლი

ტახტითეფას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, 620 მ ზღვის დონიდან, და სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული.

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. დედოფლისწყარო

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.