ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი მცხეთა-მთიანეთი, თიანეთის მუნიციპალიტეტი

ბუნების ძეგლი ბუნების ძეგლი

მდ. ბიდარას ხეობაში რამდენიმე ადგილას არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი მდ. ბიდარას მარცხენა ნაპირზე საავტომობილო გვირაბის სიახლოვეს მდებაროებს. აქ გამჭირვალე წყალი, ფერდობის თეთრ ზედაპირზე თხელ ფენად ეშვება და თვალისმომჭრელ, ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი ტრავერტინს წამოქნის.

ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია დაბა გუდაური. თბილისიდან გუდაური დაშორებულია 121 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ; დაბა გუდაური - ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი - 10 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ; ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა სტეფანწმინდაში ან დაბა გუდაურში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.