სხვადასხვა
- სიზუსტე 1 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1,375 მ
- პუნქტის embed კოდი
გომარეთში, სოფლის განაპირას დგას რამდენიმე მარტივი ორნამენტით გაფორმებული სტელა, რომლებიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება.
სტელა, იგივე ქვასვეტი, წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ ქვის სვეტს, რომელზეც არის წარწერა ან რელიეფური გამოსახულება. გამოიყენება საფლავის ქვად, სამიჯნე ნიშნად, ან რაიმე განსაკუთრებული მოვლენის აღსანიშნავად. საქართველოში სტელებმა ფართო გავრცელება ჰპოვა შუა საუკუნეებიდან. გომარეთის მოსახლეობა სტელებთან კვირაცხოვლის სახელზე მოილოცავს. სოფელი გომარეთი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დმანისიდან 30 კილომეტრის დაშორებით.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.
